კარასინი: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ მტრული რიტორიკა არჩევნების შემდეგ არ შეცვლილა

euractiv.com

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ირგვლივ მტრული რიტორიკა არ შეცვლილა.

კარასინის ამ განცხადებას სააგენტო რია ნოვოსტი ავრცელებს და მიუთითებს, რომ ჟურნალისტი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ ესაუბრა.

"საქარველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ჩვენ გვქონდა იმედი, რომ ამის შემდეგ თბილისის მტრული ტონი დაიწევდა. პირდაპირ ვიტყვი - ეს იმედები არც თუ ისე გამართლდა. საქართველოს ახალი წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარასელია ძველებურად რჩება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პრინციპზე, ადანაშაულებს რუსეთს ოკუპაციაში და 2008 წლის შეთანხმების ვალდებულებების შეუსრულებლობაში", - ამბობს კარასინი.

კომენტარები