დაჭრა

ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე 4 მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე 4 მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციის ბრალდებული უკვე დაკავებულია. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

კომენტარები