გაერთიანებული ოპოზიციის აქცია

ძალა ერთობაშია: თელავის მერიამ უარი გვითხრა, თუმცა აქციის ლოკაცია უცვლელია

0 კომენტარი

გაერთიანების "ძალა ერთობაშია" წევრები ამბობენ, რომ მათ თელავის მუნიციპალიტეტის მერიისგან უარის წერილი მიიღეს 16 დეკემბერს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად აქციის იმ ლოკაციაზე, რომელიც შერჩეული ჰქონდათ. 

ტაბულა შეეცადა ეს ინფორმაცია თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში გადაემოწმებინა, თუმცა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა ქალაქის მერთან გადაგვამისამართა, რომელიც თავის მხრივ, ყურმილს არ პასუხობს. 

მიუხედავად მუნიციპალიტეტის მერიისგან მიღებული უარისა, გაერთიანების წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ აქციის ლოკაცია არ შეიცვლება და ის კვლავ ერეკლე II-ის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. 

"თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოგზავნილ ამ წერილშიც კარგად ჩანს, რომ რაღაც მოიგონეს ახლა, დაცვის სამსახური თუ რაღაც. ვერ გავიგე, რად უნდოდათ ეს მოედანი, ასე რომ, ეს არის კანონდარღვევა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან, რომელმაც ქართული ოცნების მესვეურების მითითება შეასრულა და ჩვენ სადაც ვთქვით, ისევ იმ მიმართულებით მივდივართ. იმ მოედანზე იმედი გვაქვს, რომ არანაირი შეფერხება და პრობლემა არ გვექნება. კიდევ ერთხელ, ხაზს გავუსვამ, რომ მათ არ აქვთ უფლება, რამე აგვიკრძალონ,"- თქვა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ინაუგურაციის ცერემონია 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე II-ის სასახლეში გაიმართება, რომლის პარალელურადაც ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშია" საპროტესტო აქციას გამართავს. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი მასხულია

კომენტარები