კრიმინალი

ქვემო ქართლში ჯგუფურად ყაჩაღობებისთვის 4 ადამიანი დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს - 1996 წელს დაბადებული ე.რ., 2001 წელს დაბადებული ე.გ. და 1997 წელს დაბადებული რ.ი.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ე.რ.-მ და ე.გ.-მ რუსთავში მოქალაქეს საცხოვრებელი სახლიდან მობილური ტელეფონი, ფული, ასევე სამკაულები გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ნაყაჩაღარი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს",- აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, ქვემო ქართლში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს კიდევ ერთი ადამიანი - რ.ი., რომელმაც თანამზრახველებთან ერთად, რუსთავში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 9 500 აშშ დოლარი გასტაცა.

"პოლიციამ დაკავებულის თანამზრახველების ვინაობა ოპერატიულად დაადგინა და მათ დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება", - აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები