ვითარება საავტომობილო გზებზე

16 დეკემბრის ღამეს რუსთაველის გამზირის ნაწილი გადაიკეტება

ნეტგაზეთი

დღეს, 00:00 საათიდან 16 დეკემბრის 07:00 საათამდე რუსთაველის გამზირის ნაწილი გადაიკეტება​.

თბილისის მერია ამის მიზეზად საახალწლო განათებების მონტაჟს ასახელებს.

"დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან - თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ 00:00 საათიდან 16 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს "თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს. უწყება მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

კომენტარები