ძალა ერთობაშიას აქცია რუსთაველზე

"ძალა ერთობაშია" სამოქმედო გეგმას 17 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში წარადგენს

0 კომენტარი
ფოტო: ინტერპრესნიუსი

"ძალა ერთობაშია" სამოქმედო გეგმას ხვალ, 17 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში წარადგენს. 

ეს პარლამენტის წინ შეკრებილებს ენმ-ის წევრმა, ხატია დეკანოიძემ უთხრა. 

მისი თქმით, მსურველებს შეუძლიათ, პარლამენტის წინ კარვებში დარჩნენ, სხვა მხარდამჭერებს კი მოუწოდა, იმ გეგმის მიხედვით იმოქმედონ, რომლის შესახებაც პარტიები ხვალ ისაუბრებენ. 

ძალა ერთობაშიას ლიდერები და მხარდამჭერები პარლამენტთან მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები თელავში სამართალდამცველებმა არ შეუშვეს - ისინი აქციის გამართვას სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გეგმავდნენ. 

ასევე, რუსთაველზე აქციის გამართვის აუცილებლობაზე ისაუბრა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქ-ჩართვაში. მან მხარდამჭერებს აქ შეკრებისკენ მოუწოდა, ვინაიდან, მისი თქმით, "არჩევნები მოიპარეს, ივანიშვილმა კი ძალაუფლება უნდა დათმოს". 

ლიდერები და მხარდამჭერები რუსთეველის გამზირზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ, გადაკეტილი იყო სამანქანო გზის სავალი ნაწილი. 

გიორგი ვაშაძემ რუსთავი 2-თან თქვა, რომ ისინი კარვების ფართომასშტაბიან აქციას არ გეგმავენ, ასევე, დეტალებზე ლიდერები იმსჯელებენ, თუმცა, მოთხოვნები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და მთავრობის გადადგომა იქნება, რაც აუცილებლად გამოიწვევს სალომე ზურაბიშვილის დელეგიტიმაციას, საბოლოოდ კი არჩევნების ანულირებას. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები