აქცია კახეთში

ვაშაძე: გუშინ ხელისუფლებამ შეზღუდა მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშიას ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე გუშინ ველისციხეში აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. ვაშაძის თქმით, გუშინ ხელისუფლებამ შეზღუდა საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები. მათ შორის, გადაადგილების, სიტყვისა და აზრის გამოხატვის და შეკრების თავისუფლება. ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლება პუტინის რუსეთის მეთოდებით მოქმედებს. 

"ის, რომ თითქოს ყვარელზე გზა გახსნილი იყო, აბსოლუტურად ტყუილია. ჩვენ ისე ჩავუარეთ გომბორს 40 კმ საათით სისწრაფით, ისე ჩავუარეთ პოლიციას, რომ არც გვიფიქრია გაჩერება და გაპროტესტება. შემდეგ, როდესაც ჩვენ მივედით უკვე ველისციხეში და გაგვაჩერეს, ნაწილი ჩვენი მხარდამჭერების წავიდა და გაეჩხირა გრემთან, სადაც ზუსტად ისევე იყო გადაკეტილი ყველაფერი, როგორც ველისციხესთან. არავითარი ავტობუსები ხელისუფლებას არ ჰყავდა მობილიზებული, რომ ათასობით ადამიანი გადაეყვანა თელავში, ეს არის უტიფარი სიცრუე. არნახული რაოდენობის სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული, რომელთა მუნდირიც ამ ხელისუფლებას შეურაცხყო. გაოგნებული პოლიციელები იდგნენ და ვერ გაეგოთ მათი იქ დგომის მიზანი და მიზეზი რა იყო და ზონდერ ბრიგადები, რომლებმაც სასიკვდილოდ კინაღამ სცემეს შოთა დალაქიშვილი ნიკა ჯორაძე. დალაქიშვილი გურჯაანის საავადმყოფოში არის, მას სახეზე გაუკეთდა ოპერაცია, აქვს ჩამსხვრეული ყბები. ასეთი ხელისუფლების ხელში ვიმყოფებით. ყველა მეთოდი აბსოლუტურად არის გაფორმებული პუტინის რუსეთიდან, იმიტომ რომ სხვა არაფერი იციან. და როდესაც ისტერიულად კივიან დემოკრატიაზე, მათ მხედველობაში პუტინის სუვერენული დემოკრატია აქვთ." - ამბობს ვაშაძე.

გუშინ კახეთში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, "ძალა ერთობაშიას" მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები