უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს წევრობის 10 კანდიდატი ცნობილია - ჩინჩალაძე, ალანია, გვრიტიშვილი და სხვები

supremecourt.ge

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.

მარიამ ცისკაძეს, ნინო ქადაგიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, პაატა სილაგაძეს, დიმიტრი გვრიტიშვილს, მერაბ გაბინაშვილს, ნინო სანდოძეს, თამარ ალანიას, გიორგი ტყავაძეს და გიორგი მიქაუტაძეს საბჭო დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, ყველა კანდიდატი "კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების გათვალისწინებით" შეარჩიეს.

კომენტარები