ცესკო

ჟვანია: პირველი თავმჯდომარე ვარ, რომელმაც სრული ვადა გავძელი და გავიტანე ბოლომდე

ტაბულა

მე მაქვს მართლაც განსხვავებული გამოცდილება ჩემს კონკურენტებთან შედარებით. თუმცა, ძალიან დიდ პატივს ვცემ თითოეულ მათგანს - ამის შესახებ თამარ ჟვანიამ ცესკოში კენჭისყრის დასრულების შემდეგ თქვა, სადაც ის ცესკოს თავჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს. 

"უნდა აღვნიშნო, რომ პირველი თავმჯდომარე ვარ, რომელმაც სრული ვადა გავძელი და გავიტანე ასე ვთქვათ ბოლომდე და სრულყოფილად დავასრულე ჩემი პირველი ვადა, რომელიც დასრულდა ამ არჩევნების დასრულებისთანავე. მე ვფიქრობ, რომ ის გამოცდილება არც მე საარჩევნო ადმინისტრაციაში მივიღე არის ძალიან განსხვავებული იმ პერსპექტივიდან, რაც მე 5 წლის წინ მაგალითად მეგონა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში იყო", -ამბობს ჟვანია. 

დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ 5 წლის ვადით კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ცესკოს თავმჯდომარე მეორე ვადით ინიშნება. თამარ ჟვანიამ კენჭისყრაში მონაწილე 9 წევრიდან 8 მათგანის მხარდაჭერა მიიღო.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ევროპული საქართველოს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. საკუთარი ხმის უფლების გამოყენებაზე უარი თქვა თამარ ჟვანიამაც.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მარიამ შელეგიას, თამარ ჟვანიასა და ვლადიმერ ბოჟაძის კანდიდატურები წარადგინა.

თამარ ჟვანია ცეკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პირველად 2013 წლის სექტემბერში აირჩიეს.

კომენტარები