მიტოვებული ძაღლი

პატრონის მიერ ქუჩაში დატოვებული ძაღლი მანქანაში შეხტომას ცდილობს

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც პატრონის მიერ ქუჩაში დატოვებული ძაღლი მანქანაში შეხტომას ცდილობს.

ქუჩაში დამაგრებული კამერების მიერ გადაღებულ კადრებზე, რომელიც RSPCA-მ გაავრცელა, ბულტერიერი მანქანის კარებს ახტება, მას შემდეგ, რაც პატრონმა ის თავის საწოლთან ერთად ქუჩაში დატოვა.

კადრებში ჩანს, რომ ძაღლი მაშინაც არ ნებდება, როდესაც პატრონი მანქანას ძრავს.

StokeonTren Live-ის მიხედვით, ვიდეო 17 დეკემბერს, დღის 5 საათზე ტრენტამშია გადაღებული.

დაახლოებით 1 საათში, გამვლელმა ძაღლი იპოვა, ის თავის საწოლში იწვა. გამვლელმა მის შესახებ RSPCA-ს (ორგანიზაცია, რომელიც ცხოველთა უფლებებს იცავს) შეატყობინა და აღნიშულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ძაღლი ცხოველთა თავშესაფარში წაიყვანეს. ვეტერინარულ კლინიკაში მას სნუპი დაარქვეს, ის დაახლოებით 2 წლისაა. სნუპის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები