ავტოსაგზაო შემთხვევა

სამტრედიაში ავტომობილი 11 წლის გოგონას დაეჯახა, მოზარდი გარდაიცვალა

flickr

სამტრედიაში ავტომობილი 11 წლის გოგონას დაეჯახა. მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

კომენტარები