ბუნებრივი გაზი

ეკონომიკის სამინისტრო: სახელმწიფომ მოახდინა შესასყიდი გაზის ფასის სუბსიდირება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას თქმით, სახელმწიფომ შესასყიდი გაზის ფასის სუბსიდირება მოახდინა. ამის შედეგად, გაზის ტარიფები მცირედით შემცირდა.

"რა თქმა უნდა, იყო გარკვეული მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფები უნდა გაზრდილიყო, ამას საფუძვლად ედო თუნდაც ის ინტენსიური საინვესტიციო პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო და კერძო კომპანიები ახორციელებენ საქართველოს გაზიფიცირების მიმართულებით, მაგრამ სახელმწიფომ გამონახა გზა, რათა ეს ინვესტიცია არ აისახოს ტარიფში, არ დააწვეს მოსახლეობას და ეს მთლიანად ხდება სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიის გზით", - ამბობს ნათია თურნავა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ბუნებრივი გაზის ტარიფი 0.014 თეთრით, იმ რეგიონებში, სადაც "სოკარ ჯორჯია გაზი" ოპერირებს, 0.011 თეთრით, ხოლო იმ რეგიონებში, სადაც "საქორგაზი" ოპერირებს, ტარიფი 0.012 თეთრით მცირდება.

კომენტარები