გრიპის ვირუსი

სერგეენკო გრიპზე: ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არის, მნიშვნელოვანია დროულად მიმართვა

ტაბულა

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, "ახლა პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის". მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ექიმისადმი დროულად მიმართვა და მკურნალობა. 

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, როდესაც მკვეთრად სწრაფად იწყება გაციების სიმპტომები და პარალელურად, ადამიანს აქვს რაიმე სხვა დაავადება, ქრონიკული ან მიმდინარე, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ოჯახის თქმით. სერგეენო აღნიშნავს, რომ რისკ ჯგუფში ასევე არიან ორსულები, მელოგინეები და ხანდაზმულები.

"ექიმმა უნდა გადააკონტროლის სხვა დაავადება და კონდიციები, მნიშვნელოვანია, რომ ტამიფლუ, ანტივირუსული მკურნალობა დაენიშნოს სიპტომების გაჩენიდან 48 საათის განმავლობაში, ასეთ შემთხვევაში აქვს მას მაქსიმალური ეფექტი. თუ განვითარდა მკვეთრად გამოხატული გაციების სიმპტომები - უხშირეს შემთხვევაში მაღალი ტემპერატურა, ხველა, ყელის ტკივილი, ჩივილები კუჭ-ნაწლავის მხრივ, შეიძლება იყოს თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, ძლიერი სისუსტე, და ამ მომენტისთვის პლუს რომელიმე ერთი დაავადება, თანდაყოლილი, ქრონიკული ან მიმდინარე, ეს არის უკვე ცალსახა ჩვენება იმისთვის, რომ ადამიანმა მიმართოს ოჯახის ექიმს. სწორედ ოჯახის ექიმს აქვს იმის კომპეტენცია, რომ განსაზღვროს სწორი მკურნალობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი - დროული მიმართვა ექიმისთვის და ანტვირუსული მკურნალობის დროულად დაწყება.

ჯანდაცვის სისტემა მზად არის, რომ უფრო გაზრდილ რაოდენობაზეც გააკეთოს რეაგირება, თუმცა, ახლა პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის, მნიშვნელოვანია დროულად მიმართვა ექიმთან იმ ჩვენებების მიხედვით, რომელზეც მოგახსენეთ" - ამბობს დავით სერგეენკო და აღნიშნავს, რომ ხვალიდან, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები ანტივირუსულ მედიკამენტს, ოსელტამივირს (ტამიფლუ) უფასოდ მიიღებენ.

"მარაგები საკმარისია და დღეს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით გადანაწილდება. სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და ორსულებს შეუძლიათ, ყველა რაიონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს მიმართონ, სადაც ამ მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ. ასევე, ტამიფლუს მარაგი აფთიაქებშიც არის, ხოლო პაციენტს თუ მედიკამენტი სტაციონარში დასჭირდა, საყოველთაო დაზღვევის შესაბამისად მიეწოდება" - თქვა მინისტრმა.

ამ დრო­ის­თვის ქვე­ყა­ნა­ში გრი­პის ვირუ­სის 144-მდე შემ­თხვე­ვაა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. აქედან 6 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, მათ შორის ერთი, 40 წლამდე ქალი, 5 შვილის დედა - დღეს.

გრი­პის ვირუ­სის 144-მდე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან, 140 - H1N1 ვირუ­სია, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი - H3 ვირუ­სი.

"ასე­ვე ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად გვაქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რომ ქუ­თა­ის­ში B ტი­პის ვირუ­სი გა­მოჩ­ნდა. ბოლო 3-4 კვირის განმავლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის ზო­მი­ე­რი ზრდის დი­ნა­მი­კაა. გა­სუ­ლი ორ­შა­ბა­თის მონაცემებით, გრი­პის შემთხვევების მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 100 000 მო­სახ­ლე­ზე 277-ია, რაც ზო­მი­ე­რი მა­ტე­ბის ფარ­გლებ­შია. ჯერ პ­იკთან შორს ვართ. ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ზღვა­რი 100 000 მო­სახ­ლე­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 500-მდეა, თუმ­ცა სა­გან­გა­შოა თუ 400-ს მი­აღ­წევს”, - უთხრა ინტერპრესნიუსს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და საზოგადოებრივი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

კომენტარები