ჯანდაცვის სამინისტრო

4 აფთიაქი, რომელშიც ანტივირუსული პრეპარატის "ტამიფლუს" ყიდვა შეგიძლიათ

0 კომენტარი

ჯანდაცვის სამინისტრის ინფორმაციით, ანტივირუსული პრეპარატი ტამიფლუ დღეიდან ოთხ სააფთიაქო ქსელში – "პე-ეს-პე", "ავერსი", "ჯი-პი-სი" და "ფარმადეპო" გაიყიდება.

დეფიციტური მედიკამენტი სამინისტრომ სააფთიაქო ქსელებს თავისი მარაგიდან გადასცა.

კონკრეტულად რომელ ფილიალებში გაიყიდება პრეპარატი, ამის გასაგებად მოქალაქეებმა ჯანდაცვის სამინისტროს (1505) ან აფთიაქის ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ.

"ასევე, ანტივირუსულ მედიკამენტ ტამიფლუს უფასოდ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და ორსულების გარდა , ბავშვები, ასაკით პენსიონერები, გულსისხლძარღვთა, დიაბეტით, ონკოლოგიური და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე მოქალაქეებიც მიიღებენ. პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა, ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალურ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და წარმოადგინონ ექიმის დანიშნულება (ფორმა N100)" - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.

ამ დროისთვის, გრიპის ვირუსით საქართველოში 8 ადამიანი გარდაიცვალა. რამდენიმე ათეული პაციენტი მკურნალობს, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.

წაიკითხეთ ჩვენებები, რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები