ფოთში H1N1 ვირუსით 40 წლის ქალი გარდაიცვალა

emm-a-man.com

ფოთში 40 წლის ქალი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა. ექიმების ცნობით, ფოთის კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტი 3 იანვარს მწვავე რესპირატორული ინფექციით, პნევმონიითა და და სუნთქვის უკმარისობით მოათავსეს.

"პაციენტი მძიმე მდგომარეობის გამო მოთავსებული იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა, მათ შორის, ანტივირუსულიც, მაგრამ დაავადება წარიმართა უარყოფითი დინამიკით და სამწუხაროდ, ეს ქალბატონი 6 რიცხვში გარდაიცვალა", - ამბობს ექიმი რეანიმატოლოგი გივი კოჭლამაზაშვილი.

ბოლო რამდენიმე კვირაა საქართველოში H1N1-ის ვირუსის შემთხვევებმა იმატა. გრიპით 9 ადამიანი გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ამ დროისათვის საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის 158 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

კომენტარები