საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

პრეზიდენტი: უკრაინას ავტოკეფალიას ადვილად მივულოცავდი, მაგრამ პატრიარქი ფრთხილობს

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერის მეშვეობით კიდევ ერთხელ თქვა, რომ მისთვის უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მოპოვების მილოცვა მარტივი იქნებოდა, მაგრამ თავს პატრიარქის სიფრთხილის გამო იკავებს. 

"პირადად ჩემთვის ადვილი იქნებოდა უკრაინელებისთვის ეკლესიის დამოუკიდებლობის მილოცვა, ბუნებრივია, ჩვენი წარსულის გათვალისწინებით, მაგრამ როგორც პრეზიდენტისთვის, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. თუ ჩვენი პატრიარქი ფრთხილობს გარკვეული მოსალოდნელი შედეგების გამო, მე არ შემიძლია, სიტუაცია გავამწვავო", - დაწერა ზურაბიშვილმა. 

ზუსტად იმავე შინაარსის განცხადება მანდ რამდენიმე დღის წინ, პრესკონფერენციაზეც გააკეთა

კომენტარები