საპროკურორო საბჭოს სხდომა

საპროკურორო საბჭო ხვალ ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს პროკურატურა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ხვალ საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართება. შეხვედრაზე, ფარული კენჭისყრით და სხდომაზე დამსწრეების ხმათა უმრავლესობით, საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარეს 2 წლის ვადით აირჩევენ.

მას შემდეგ, რაც ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შედეგად საქართველოს მთავარი პროკურატურა გენერალურ პროკურატურად გარდაიქმნა და პროკურატურის შესახებ ორგანული კანონი ამოქმედდა, საქართველოს იუსიტიციის მინისტრს საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია ახალი თავმჯდომარის არჩევამდე შეუნარჩუნდა. რაც შეეხება ახალ ხელმძღვანელს, იგი კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უნდა შეირჩეს. იუსტიციის მინისტრი კი საბჭოს წევრი აღარ იქნება.

ამავე კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს თავჯდომარე საბჭოს შემადგენლობიდან ირჩევა. საბჭოს ნებისმიერ წევრს შეუძლია კენჭისყრაზე წარადგინოს როგორც საკუთარი, ასევე საბჭოს სხვა წევრის კანდიდატურა. ამასთან, რამდენიმე წევრს აქვს უფლება, თავმჯდომარის პოზიციაზე დაასახელოს საბჭოს რომელიმე წევრი.

15 წევრიანი საპროკურორო საბჭოს უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები შეადგენენ. საბჭოს წევრები ასევე არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, მოსამართლეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები