ბრექსითი

ტუსკის თქმით თუ ბრიტანეთი ბრექსითზე შეთანხმებას ვერ აღწევს, ევროკავშირში უნდა დარჩეს

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა თქვა, რომ თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვების თაობაზე შეთანხმებას ვერ აღწევს ევროკავშირში უნდა დარჩეს:

"თუ შეთანხმება შეუძლებელია და არავის სურს შეთანხმების გარეშე გასვლა, მაშინ ვის ეყოფა საბოლოოდ გამბედაობა თქვას რა არის ერთადერთი პოზიტიური გადაწყვეტილება?" დაწერა მან ტვიტერზე.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან კლოდ იუნკერის თქმით დიდ ბრიტანეთს გადაწყვეტილების მისაღებად ვადა ეწურება:

"მოვუწოდებ დიდ ბრიტანეთს რაც შეიძლება მალე გახადოს ნათელი მისი განზრახვა. დრო თითქმის ამოიწურა. ამ კენჭისყრის შემდეგ ბრიტანეთის უწესრიგოდ გასვლის რისკი გაიზარდა." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ტერეზა მეის მიერ წარდგენილ ბრექსიტის შეთანხმებას, ქვეყნის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. გეგმის წინააღმდეგ ხმა 432-მა წევრმა მისცა, ხოლო მომხრე მხოლოდ 202 იყო. გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში მოქმედი მთავრობისთვის ეს ყველაზე დიდი მარცხია.

ლეიბორიტული პარტიის ლიდერმა, ჯერემი კორბინმა ტერეზა მეისათვის უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრა მოითხოვა, რომელიც დღეს გაიმართება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები