რეკლამა

ლოტო 6/36-ში აფხაზეთის ომის ვეტერანმა 72 964 ლარი მოიგო

აფხაზეთის ომის ვეტერანმა, ზუგდიდში მცხოვრებმა ვახტანგ კიტიამ საქართველოს ეროვნული ლატარიის გათამაშებაში 72 964 ლარი მოიგო.

ვახტანგ კიტიამ 8 იანვარს, 85-ე გათამაშების ბილეთი ზუგდიდში, ლატარიის ჯიხურში შეიძინა და რიცხვები ახლობელი ადამიანების დაბადების დღის თარიღების მიხედვით შემოხაზა.

"იმ საღამოს გათამაშებისთვის არ მიყურებია, მეორე დილით შევიტყვე, რომ ჩემ მიერ შემოხაზული ციფრები ლოტოტრონის საშუალებით გამოვლენილ ციფრებს დაემთხვა და მოვიგე 72 964 ლარი. სიხარულისგან წნევამ ამიწია და ექიმებიც კი დამჭირდა", - აღნიშნა თანხის მიღებისას გამარჯვებულმა.

ვახტანგ კიტიამ 5 ძირითადი და 1 ბონუს რიცხვი დაამთხვია და მისი ბილეთი მეორე კატეგორიის გამარჯვებული გახდა, ბილეთმა კი 72 964 ლარი მოიგო. საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ გამარჯვებულს მოგებული თანხა უკვე გადასცა.

ამ დროისთვის საქართველოს ეროვნულ ლატარიას მოგების სახით უკვე გაცემული აქვს 13 000 000 ლარზე მეტი.

"გახსოვდეთ, იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი ყველას შეუძლია" - აღნიშნავს საქართველოს ეროვნული ლატარია.

კომენტარები