1994 წელს, 20 წლის ასაკში "პანტერა სარა" ვისკონსინიდან და ლოს-ანჯელესში გადავიდა და 2000-იანი წლების დასაწყისში ის უკვე ტოპ კლუბების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრომოუტერი გახდა.
ტოპ კლუბების პრომოუტერობა ნიშნავდა იმას, რომ "პანტერა სარა" ყველა ცნობილ წვეულებასა და ღონისძიებას ესწრებოდა, ხოლო იქ მყოფ ცნობილ ადამიანებს სურათებს უღებდა.
საბოლოოდ მას 1500-ზე მეტი სურათი დაუგროვდა პრივატული წვეულებებიდან.
"სურათების გადაღება და შენახვა იმ დროის ინსტაგრამი იყო. მთავარი მიზეზი, რატომ მოდიოდა ხალხი ჩვენს კლუბებში, იყო უსაფრთხოება - ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ, ახლა კი 20 წლის შემდეგ ისინი თანახმანი არიან გამოვაქვეყნო სურათების ნაწილი", - თქვა სარამ.
უმეტესად სარას სურათები ჰოლივუდში ჩატარებულ პრივატულ წვეულებებს ასახავს.