ავტობუსის ყველაზე ბედნიერი მღოლი

კაცი, რომელიც 20 წელი უსახლკარო იყო, ლონდონში ავტობუსის ყველაზე ბედნიერ მძღოლად დასახელდა

0 კომენტარი

პატრიკ ლოუსონი 20 წლის განმავლობაში უსახლკარო იყო და ღამეებს ქუჩებში ათენებდა, ახლა კი მგზავრების რჩეული გახდა და ლონდონში ავტობუსის ყველაზე ბედნიერ მძღოლად დასახელდა.

კომპანია "Hello London" ყოველწლიურად ანიჭებს ყველაზე ბედნიერის სტატუსს ერთ მძღოლს.

"თინეიჯერობის დროს არასწორ გზაზე ვიდექი და სახიფათოდ ვცხოვრობდი - მე კრიმინალურ საქმეებში ვიყავი ჩაბმული. როდესაც ციხიდან გამოვედი, ნარკოტიკების მოხმარება დავიწყე და ყველაფერი უფრო უარესი გახდა", - თქვა პატრიკ ლოუსონმა.

Photo: unilad

საბოლოოდ კაცი საავადმყოფოში მოხვდა და ის მარტოხელა უსახლკარო ადამიანების პროგრამაში ჩასვეს - პროგრამა მას დაეხმარა, რომ ავტობუსის მძღოლი გამხდარიყო.

"არადროს მეგონა თუ ქველმოქმედება მუშაობდა, მაგრამ ახლა ამ ყველაფრის მჯერა და სხვებსაც ვურჩევ. მინდა რომ ყველა უსახლკარო ადამიანმა იცოდეს, თუ მათ აქვთ თუნდაც მცირე გეგმები, მას აუცილებლად მიაღწევენ", - თქვა პატრიკ ლოუსონმა.

მისი თქმით, ამჟამად ის თავისი ცხოვრებით ბედნიერია.

"პატრიკმა ძალიან რთული ცხოვრება გამოიარა, თუმცა სხვადასხვა ორგანიზაციისა და ხალხის დახმარებით მან თავისი ცხოვრება შემოატრიალა. ის ნამდვილად იმსახურებს იმ სტატუსსა და ჯილდოს, რაც მან მიიღო", - თქვა უსახლკარო ადამიანების პროგრამის ხელმძღვანელმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები