გერმანიის საიმიგრაციო პოლიტიკა

ბუნდესტაგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, თავშესაფრის მიღება გართულდა

www.bundestag.de

გერმანიის ქვედა პალატამ, ბუნდესტაგმა, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანას მხარი დაუჭირა, რითიც საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიღების პროცესი მნიშვნელოვნად გართულდება.

საქართველოსთან ერთად, ბუნდესტაგმა უსაფრთხო ქვეყნების სიაში მაროკოს, ალჟირისა და ტუნისის შეყვანასაც დაუჭირა მხარი.

ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული Deutsche Welle ავრცელებს. 

კონსერვატიული და სოციალ-დემოკრატიული პარტიების კოალიციით მიღებულ გადაწყვეტილებას მხარს გერმანიის ულტრამემარჯვენე და მემარჯვენე ცენტრისტული პარტიებიც უჭერენ.

Deutsche Welle-ის ცნობით, ბუნდესტაგის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კენჭი პარლამენტის ზედა პალატამაც უნდა უყაროს, სადაც მწვანეთა პარტია გადაწყვეტილების შეცვლას შეეცდება. მათ ეს გასულ წელს უკვე შეძლეს. 

ბუნდესტაგის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გერმანიის საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ნაწილია. 

კომენტარები