ვიქტორია ბექჰემი

ვიქტორია ბექჰემი განქორწინების შესახებ ჭორებს "სამწუხაროსა" და "მოსაბეზრებელს" უწოდებს

ვიქტორია ბექჰემი დევიდ ბეკჰემთან განქორწინების შესახებ ჭორებს "სამწუხაროსა" და "მოსაბეზრებელს" უწოდებს.

დიზაინერი ჭორების გაფანტვას The Guardian-თან საუბარში შეეცადა. ის მოკლედ შეეხო ტაბლოიდების მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ამბავს, თითქოს ის და დევიდი განქორწინების პირას არიან და მათ იდილიას საფრთხეს ანჯელინა ჯოლი უქმნის.

"ეს [ჭორები] შეიძლება ძალიან სამწუხარო გახდეს, მაგრამ მე არ ვერევი, ჩემს PR ჯგუფს ვუტოვებ" - თქვა ვიქტორია ბეკჰემმა.

ინტრვიუში მან ისიც აღნიშნა, რომ "ადამიანებს სჯერათ, რასაც კითხულობენ და როდესაც ეს სრული ფაბრიკაციაა, ნამდვილად სამწუხარო ხდება".

"ადამიანებს აინტერესებთ ჩემი პირადი ცხოვრება. ხანდახან ეს ჩემს სასარგებლოდ მუშაობს, ხანდახან კი არ მომწონს. უფლებას არ მივცემ, ჩამითრიოს" - თქვა დიზაინერმა, როდესაც მისი ოჯახის საყოველთაო ყურადღების ქვეშ ყოფნაზე საუბრობდა.

ტაბლოიდები წერენ, რომ ანჯელინა ჯოლი დევიდ ბექჰემს ლონდონში, მადლიერების დღეს შეხვდა და მისით მოიხიბლა. მათი მტკიცებით, ანჯელინა ბექჰემების დაშორებას ცდილობს, რომლებიც, თავის მხრივ, განქორწინების ზღვარზე არიან. ვიქტორიამდე ჭორები მკაცრად უარყო დევიდის წარმომადგენელმა.
 

კომენტარები