ჩოგბურთი

ლეგენდარული როჯერ ფედერერი ავსტრალიის პირველობაზე სტეფანოს ციციპასთან დამარცხდა

ლეგენდარული ჩოგბურთელი, 37 წლის როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობის 1/16 რაუნდში 20 წლის ბერძენ სპორტსმენთან, სტეფანოს ციციფასთან დამარცხდა. 

მატჩი დინამიურად წარიმართა. 5 სეტის ანგარიში ასეთია: 

6-7 (11-13) 7-6 (7-3) 7-5 7-6 (7-5)

ფედერერმა, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის 6-გზის ჩემპიონია, მხოლოდ მეორედ ვერ შეძლო საუკეთესო 16 ჩოგბურთელს შორის მოხვედრა. 

20 წლის ციციპამა კი თქ​ვა, რომ დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ადამიანია. 

ფედერამდე ავსტრალიის ღია პირველობაზე სტეფანოს ციციპასთან ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი დამარცხდა. 

37 წლის როჯერ ფედერერს დიდ სლემის ტურნირი კაცთა შორის ყველაზე მეტჯერ, 20-ჯერ აქ​ვს მოგებული, ფინალში კი 30-ჯერ გავიდა. მათგან ავსტრალიის ღია პირველობა - 6-ჯერ. 

კომენტარები