ტელეკომუნიკაცია

GNCC: მაგთის და ჯეოსელის აბონენტებისთვის ტარიფის გაზრდის საფუძველი არ არსებობს

hifipublic.com

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შეფასებით, აბონენტებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ტარიფის გაზრდის არანაირი წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაგთიკომისა და სილქნეტის მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე, საკითხის შესწავლა დაიწყო.

"კომისია შეისწავლის, ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორი რამდენად ადეკვატურად ცვლის ფასებს ერთდროულად. კომუნიკაციების ეროვნული კომისია ორივე ოპერატორს მიმართავს, რომ საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე შეაჩერონ ტარიფების ცვლილება.

ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიას კანონით მინიჭებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია, კომპანიების მიერ მიღებულ არაკანონზომიერ გადაწყვეტილებებზე უმკაცრესი რეაგირება მოახდინოს" - აცხადებს GNCC.

ჯეოსელისა და მაგთის აბონენტებს 18 თებერვლიდან სააბონენტო გადასახადის გადახდა მოუწევთ. ჯეოსელის აბონენტებს ექვს თვეში ერთი ლარი და 20 თეთრი, ხოლო მაგთის აბონენტებს, ერთი ლარი ჩამოეჭრებათ. იცვლება სხვა პაკეტების ღირებულებაც, კერძოდ, 25-ლარიანი პაკეტი 30 ლარი ხდება, 5-ლარიანი პაკეტი - 7 ლარი, 10-ლარიანი პაკეტი კი, 15 ლარი.

კომენტარები