კრის ბრაუნი

ამერიკელი მუსიკოსი კრის ბრაუნი პარიზში გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

AP

ამერიკელი მუსიკოსი, კრის ბრაუნი, პარიზში გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

პოლიციის ინფორმაციით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 24 წლის ქალია, რომლის ვინაობა შეგნებულად არ საჯაროვდება.

როგორც ცნობილია, შემთხვევა 15 იანვარს მოხდა, როდესაც მსხვერპლი მუსიკოსს პარიზის ერთ-ერთ ღამის კლუბში შეხვდა და სასტუმროში გაჰყვა.

ჩვენებიდან ირვევა, რომ სექსუალურ შევიწროვებაში კრის ბრაუნის ორი ახლობელიც, მათ შორის დაცვის წევრიც, მონაწილეობდა.

ცნობისთვის, 2009 წელს მომღერალი კრის ბრაუნი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მის მიერ მაშინდელ შეყვარებულზე, რიანაზე ფიზიკური ძალადობის გამო.

კომენტარები