აშშ-ის უზენაესი სასამართლო

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ტრანსგენდერებს ჯარში მსახურება აეკრძალებათ

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს შენობა

აშშ-ს უზენაესმა საბჭომ სამშაბათს განაცხადა, რომ ის ტრამპის ადმინისტრაციას აძლევს ნებართვას, მოქმედებაში მოიყვანოს ტრანსგენდერებისთვის ჯარში მსახურების აკრძალვა. ტრამპმა თავისი ინიციატივის შესახებ პირველად 2017 წლის ივლისში, თვითერზე დაწერა, რასაც აქამდე ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის არაერთი ფედერალური სასამართლო.

ნოემბერში ტრამპის ადმინსიტრაციამ უზენაეს სასამართლოდ თხოვა განეხილა სასამართლოს გადაწყვეტილებები და მოქმედებაში მოეყვანა აკრძალვა. 

უზანესი სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა სასამართლოს ლიბერალური ფრთის ოთხმა მოსამართლემ.

ამიერიდან, აშშ-ში, სამხედრო სამსახური აეკრძალებათ ტრანსგენდერ ადამიანებს, რომლებმაც გენდერული ტრანზიცია გაიარეს.

ტრანსგენდერებს სამხედრო სამსახურის უფლება 2016 წელს ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ მისცა. 2016 წლის მონაცემებით აშშ-ში სამხედრო სამსახურში 8980 ტრანსგენდერი ჯარისკაცი მსახურობს. 

კომენტარები