მელორ ვაჩნაძე

მელორ ვაჩნაძე გერმანიაში დააკავეს

facebook.com

2012 წლის არჩევნების შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძე რამდენიმე დღის წინ გერმანიაში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ფეხსაცმლის ქურდობას ედავებიან.

ვაჩნაძის დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში ამბობენ, რომ გერმანულმა მხარემ მელორ ვაჩნაძის დაკავების შესახებ რამდენიმე წუთის წინ აცნობა, თუმცა შსს-ში არ იციან რას ედავებიან მას სამართალდამცველები და კონკრეტულად რომელ ქალაქში დააკავეს ის.

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძე 2012 წლის შემდეგ ქსენოფობ, ულტრანაციონალისტურ ჯგუფებთან, მათ შორის "ქართულ მარშთან" თანამშრომლობდა. რამდენიმე თვის წინ მან რუსთავის 2-თან თქვა, რომ საქართველოს ტოვებს და ამის მიზეზად პოლიტიკური დევნა დაასახელა.

კომენტარები