ჰოლოკოსტს გადარჩენილი, ავსტრიაში დაბადებული 96 წლის ინგ გინსბერგი უკვე სამი წელია მეტალ ჯგუფის ვოკალისტია.
ინგ გინსბერგი 1922 წელს ვენაში ებრაული წარმომავლობის ოჯახში დაიბადა. 1942 წელს ინგ გინსბერგის მამა დიდ ბრიტანეთში გაიქცა, ოჯახის დანარჩენმა წევრებმა კი სხვადასხვა ძვირფასი ნივთები გაყიდეს და შვეიცარიაში ლტოლვილთა ბანაკში წავიდნენ. მოგვიანებით, ინგ ბერგმანი აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ჯაშუში გახდა.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ინგ ბერგმანი და მისი კომპოზიტორი ქმარი, ოტტო კოლმანი საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდნენ. ინგმა პიანინოზე დაკვრა ისწავლა, ხოლო მისი ქმარი მუშაობდა ისეთ ცნობილ მომღერლებთან, როგორებიცაა დინ მარტინი და ნატ კინგ ქოული.
რამდენიმე წლის წინ ინგ ბერგმანმა გადაწყვიტა, რომ მეტალ ბენდში დაეწყო სიმღერა და 96 წლის ქალი მეტალ ბენდის ვოკალისტი გახდა.
"მე არ შემიძლია სიმღერა, მეტალ ბენდი კი იმიტომ ავირჩიე, რომ აქ შემიძლია არ ვიმღერო, შემიძლია უბრალოდ რაღაცები ვილაპარაკო. მძიმე მეტალი არ არის პოემებსა და ლექსებზე, ის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ შეგიძლია მესიჯები გაავრცელო", - თქვა ინგ გინსბერგმა.