რუსთავი ორი

რუსთავი 2: ჩვენი ჟურნალისტის დავით ერაძის სახლს ესროლეს

0 კომენტარი

რუსთავი ორის ინფორმაციით, ტელეკომპანიის ჟურნალისტის დავით ერაძის სახლს ესროლეს. დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე ეგდო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ტელეკომპანია თავდასხმას დავით ერაძის მიერ რამდენიმე დღის წინ მომზადებულ სიუჟეტს უკავშირებს. მის მიერ მომზადებული მასალა ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ დაპირისპირებას ეხებოდა. 

"შეგახსენებთ, რომ დავით ერაძის ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი მოჭიდავეების საქმის სკანდალს ეხებოდა. სწორედ დავით ერაძემ მოიპოვა ვიდეო-მასალა, რომელიც ევროპის ჩემპიონსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის კონფლიქტს ასახავს, კადრებში ჩანდა, როგორ გაუსწორდა გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს. სიუჟეტის ეთერი გასვლის შემდეგ სამართალდამცველებმა გეგა გეგეშიძე დააპატიმრეს." - წერია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები