კინემატოგრაფია

მენდი მურის თქმით, A Walk to Remember-ის გადაღებისას შეინ უესტზე შეყვარებული იყო

კადრი ფილმიდან A Walk to Remember

მსახიობი მენდი მური Entertainment Weekly-ისთან ინტერვიუში ამბობს, რომ ფილმის A Walk to Remember გადაღებების დროს, მას თავისი მეწყვილე, მსახიობი შეინ უესტი შეუყვარდა. 

A Walk to Remember 2002 წელს ნიკოლას სპარკსის იმავე სახელწოდების რომანის ადაპტაციაა, რომელმაც გამოსვლისთანავე დაიპყრო მოზარდი მაყურებლების გული. ფილმის გამოსვლიდან 15 წლის შემდეგ კი, ირკვევა, რომ მთავარი გმირის როლის შემსრულებელს თავისი მეწყვილე გადაღებების დროს შეუყვარდა. 

"შეინი ისეთი მაგარი ბიჭი იყო. ყველაფერი მის შესახებ - მისი ჩაცმის სტილი, პატარა სიგარეტები, რომელსაც ეწეოდა და მუსიკა, რომელსაც უსმენა. ის ჩემთვის პერსონაჟი იყო და ჩემს რაღაც ნაწილი მასზე აბსოლუტურად იყო შეყვარებული. არ ვიცი, იმ პერიოდში ვასხვავებდი თუ არა მას მისი პერსონაჟისგან, რადგან, როგორც უკვე გითხარი, ეს ჩემი პირველი გამოცდილება იყო და მაშინ 16 წლის გოგო ვიყავი, რომელზეც ყველაფერი ძალიან მარტივად ახდენდა გავლენას. როცა პროექტი დასრულდა, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთი განსაკუთრებული პროექტი ჩემს ცხოვრებაში აღარ იარსებებდა. შეინი არაჩვეულებრივი იყო. მე მაშინ არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი და მას უკვე ნათამაშები ჰქონდა ფილმში და სატელევიზიო შოუების ამომავალი ვარსკვლავი იყო. მას ძალიან აფასებდნენ, როგორც მსახიობს და მე მასთან შედარებით, ახალშობილი ვიყავი. ძალიან გამიმართლა, რომ ისეთი ადამიანი შემხვდა, როგორიც შეინია, რომელიც ძალიან გამგები და მომთმენი იყო. ის იდეალური პარტნიორი იყო,"- ამბობს მენდი მური.

კომენტარები