NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობას კეთილმოწყობის საკითხებს შორის ყველაზე მეტად გზების პრობლემა აწუხებს

0 კომენტარი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობისთვის ინფრასტრუქტურასთან და კეთილმოწყობასთან დაკავშირებული სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია გზები (35%), გარემოს დაბინძურება (22%) და კომუნალური გადასახადები (22%). მაღალი მაჩვენებელი აქვს წყლით მომარაგებასა (18%) და კანალიზაციასაც (14%).

ამასთან, გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ თბილისში დასახლებულებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გარემოს დაბინძურება (48%), კომუნალური გადასახადები (38%) და საგზაო მოძრაობაა (32%). მაღალი მაჩვენებელი აქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის (28%), პარკირების (22%), უსახლკარო ცხოველების (16%), სუფთა ქუჩების (15%), გამწვანების (15%) და გზების (15%) პრობლემასაც.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები