საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "გენტის" ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მოიშუშა. ბელგიელებმა 19 წლის ფეხბურთელი "კორტრაიკთან" მატჩში ათამაშეს.
ჩაკვეტაძე მინდორზე 68-ე წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში 1:1 იყო. 77-ე წუთზე, დე სმეტმა ბურთი ჩაკვეტაძისგან მიიღო და საჯარიმოში შესულმა გამარჯვების გოლი გაიტანა. "გენტმა" მეტოქე 2:1 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო, ჩაკვეტაძეს ბოლო 5 კვირა არ უთამაშია. გუშინდელ მატჩში, ქართველი მინდორზე მუხლის სპეციალური სახვევით გავიდა.