რეალის კემპი თბილისში

თბილისში მადრიდის რეალის კემპი ზაფხულში გაიხსნება

ზაფხულში, თბილისი მადრიდის რეალის აკადემიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, გაკეთდება კემპი, სადაც ქართველი მოზარდები "სამეფო კლუბის" სამწვრთნელო მეთოდიკას და ფილოსოფიას გაეცნობიან.

კემპზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და მსურველებს განაცხადის შევსება შეუძლიათ. 5-დღიანი კურსის ღირებულება 350 ევროა.

კომენტარები