პრეზიდენტის შეხვედრა მინისტრებთან

ადმინისტრაცია: საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის წევრებთან სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს

0 კომენტარი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მთავრობის წევრებთან სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს. სალომე ზურაბიშვილმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან, ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში, პირველი სამუშაო შეხვედრები გამართა. ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, მინისტრებთან პრეზიდენტმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრა.

"პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრმა საფინანსო, საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის საკითხები, 2018 წელს განხორციელებული პროექტები და მიმდინარე წელს დაგეგმილი რეფორმები მიმოიხილეს. სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან სალომე ზურაბიშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხები განიხილა და ისეთ გარემოსდაცვით თემებს შეეხო, როგორიცაა: ჰაერის დაბინძურების საკითხი, გარემოსდაცვითი განათლებისა ამაღლებისა და ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების აუცილებლობის მიმართულებები. საქართველოს პრეზიდენტმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ კი, შეხვედრისას საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს," - წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის წევრებთან შეხვედრები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და პირველი სამუშაო შეხვედრა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან 15 იანვარს გამართა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები