ევროპული სასამართლო

ლომჯარია ECHR-ის გადაწყვეტილებაზე: ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი

სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტლებას, რომლის თანახმად, რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციის გამო, რუსეთის ფედერაციას ქართველებისთვის კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა.

„დავინახეთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი, მაშინაც კი, როდესაც დიდ და გავლენიან სახელმწიფოს უპირისპირდები - და ევროპული სასამართლო არის ეს ადგილი,“, - თქვა ნინო ლომჯარიამ.

16 ხმით 1-ის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთის სახელმწიფოს ეთნიკური ქართველების დეპორტაციის საქმეზე 1 500 ქართველისთვის კომპენსაციის სახით 10 000 000 ევროს გადახდა დააკისრა. 

გადაწყვეტილება სასამართლომ გუშინ, 31 იანვარს გამოიტანა

კომენტარები