ანგელა მერკელი

ანგელა მერკელი Facebook-ზე თავის ოფიციალურ გვერდს აუქმებს

Getty Images

გერმანიის კაცლერი ანგელა მერკელი Facebook-ის ოფიციალური გვერდს აუქმებს. ამის შესახებ მან გუშინ, 1 თებერვალს გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა, სადაც გვერდის წაშლა დააანონსა. 

ვიდეოში, სახელწოდებით "Danke!" (მადლობა, გერმ.) ის თავის 2.5 მილიონ გამომწერს მადლობას უხდის და მათ Facebook-ზე მთავრობის ოფიციალურ გვერდისა და Instagram-ზე მისი პირადი ანგარიშის გამოწერას სთავაზობს. 

"დღევანდელ დღეს მინდა, რომ მადლობა გითხრათ ყველას ჩემი Facebook-გვერდის მხარდაჭერისთვის. თქვენ იცით, რომ მე აღარ ვარ ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ამიტომაც, ჩემს Facebook გვერდს ვხურავ,"- ამბობს ანგელა მერკელი. 


მარკელმა გერმანიის მმართველი, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერის პოსტი დეკემბერში თავისი სურვილით დატოვა და მის ადგილას 56 წლის ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი აირჩიეს, რომელსაც თავადვე უჭერდა მხარს. მისი თქმით, მიუხედავად ამ პოსტის დატოვებისა, ის გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე 2021 წლამდე დარჩება. 

კომენტარები