ანგელა მერკელი

ანგელა მერკელმა გერმანიის უმაღლესი ჯილდო მიიღო

გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი და პრეზიდენტი,  ფრენკ ვალტერ შტაინმაიერი

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა 17 აპრილს გერმანიის უმაღლესი ფედერალური ჯილდო მიიღო, რომელიც, მანამდე, გერმანიის მხოლოდ ორ ყოფილ ლიდერს გადაეცა.

მერკელი კანცლერის პოსტზე 16 წლის განმავლობაში იყო, რაც ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია გერმანიის ხელმძღვანელებს შორის. ყოფილმა კანცლერმა გერმანიის უმაღლესი ჯილდო გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერისგან მიიღო, რომელიც, ამავდროულად, ყოფილი ვიცე-კანცლერი და საგარეო საქმეთა მინისტრია.

შტაინმერის თქმით, მერკელი იყო "უპრეცედენტო პოლიტიკოსი", რომელმაც წარმატებით მართა გერმანია რთულ პერიოდებში, მათ შორის 2008 წლის ფინანსური კრიზისისა და 2015 წლის ევროპის ლტოლვილთა კრიზისის დროს.

"თქვენ დაეხმარეთ ჩვენს ქვეყანას უპრეცედენტო გამოწვევების პირობებში, თქვენი მმართველობის 16 წლიან პერიოდში თითქმის უწყვეტი ეკონომიკური ზრდა იყო, რომლის დროსაც უმუშევრობამ გერმანიაში საგრძნობლად იკლო." - თქვა შტაინმაიერმა. 

კიდევ ორი კანცლერი, რომლებმაც ეს პატივი მიიღეს, იყვნენ კონრად ადენაუერი, დასავლეთ გერმანიის პირველი ომისშემდგომი კანცლერი და ჰელმუტ კოლი, რომელიც ცივი ომის დასრულებაში, ასევე გერმანიის გაერთიანებასსა და ევროკავშირის შექმნაში იყო ჩართული.

კომენტარები