ინდოეთი

ინდოეთში ავტობუსს, რომლითაც 30 ადამიანი მგზავრობდა, 10 წუთი მაიმუნი მართავდა - ვიდეო

არსებობს დაუწერელი კანონი, რომ ავტობუსის მძღოლმა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეს უფლება სხვას საჭე მართოს. მით უმეტეს მაიმუნს. თუნდაც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ყველაზე საყვარელი და მოუსვენარია.

ინდოეთში, ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლმა ეს წესი დაარღვია. მაიმუნმა, რომელიც მგზავრს ამოყვა, არ ისურვა სავარძელზე ჯდომა და საჭეზე შემოჯდა. 

მაიმუნი ავტობუსს, რომელშიც 30 მგზავრი იყო, მძღოლის ზედამხედველობით, 10 წუთის განმავლობაში მართავდა. 

ინდოეთის სატრანსპორტო კომპანიამ მძღოლი სამსახურიდან გაათავისუფლა. 

კომენტარები