არდა თურანის სკანდალი

კატალონიის ბარსელონას ფეხბურთელს 12.5-წლიანი პატიმრობა ემუქრება

0 კომენტარი
ფოტო: zimbio.com

ვეტერანი თურქი ნახევარმცველი არდა თურანი მორიგ სკანდალში გაეხვა. Football Espana-ს ცნობით, თურქეთის პროკურატურა ფეხბურთელის 12.5-წლიანი პატიმრობით დასჯას ითხოვს. მას ბრალი სექსუალურ შევიწროებაში, სხეულის განზრახ დაზიანებაში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებაში და პანიკის შექმნის მიზნით სროლაში ედება.

გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელმა ღამის კლუბში თურქ პოპ-ვარსკვლავს ბერქეი შაჰინს ცხვირი გაუტეხა. შაჰინის ცოლის თქმით თურანი მას სექსუალურად ავიწროებდა, რის შემდეგაც მის ქმარს დაესხა თავს.

შაჰინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თურქული მედიის მიხედვით, არდა თურანი საავადმყოფოში მივიდა და მას უთხრა, რომ არ იცოდა, რომ მისი ცოლი იყო, მომღერალს ცეცხლსასროლი იარაღი მისცა და სთხოვა მოეკლა, რაზეც უარი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში, ეთიკური ნორმების დარღვევისთვის ისთანბულ ბაშაკშეჰირის ხელმძღვანელობამ თურქი 370 ათასი ევროთი დააჯარიმა. გასული წლის მაისში, გვერდით მსაჯზე ხელით შეხებისთვის, ფეხბურთელი 16-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. არდა თურანი თურქულ კლუბში კატალონიის ბარსელონადან იჯარით თამაშობს. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლუკა შენგელია

კომენტარები