მოდა

GUCCI-მ ჯემპრი გაყიდვიდან ამოიღო, რადგან მოხმარებლების ნაწილის აზრით ის რასისტული იყო

0 კომენტარი
ფოტო: GUCCI

იტალიურმა მოდის სახლმა Gucci-მ, ჯემპრი გაყიდვიდან ამოიღო, რადგან მომხმარებლების აზრით ის რასისტული შინაარსის იყო.

890 დოლარის ღირებულების ჯემპრი 2018 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდან არის. ჯემპრი შავია და ის ნახევრად სახეს ფარავს, ტუჩებზე კი ამოჭრილია, რის გამოც მომხმარებლებმა ჩათვალეს, რომ ეს შემთხვევა ე.წ "Blackface"-ის შემთხვევა იყო.

"Blackface" ნიშნავს, როდესაც თეთრკანიანი ადამიანი თეატრალური მაკიაჟით ცდილობს წარმოადგინოს შავკანიანი ადამიანი. ეს პრაქტიკა მე-19 საუკუნეში გავრცელდა, როდესაც თეთრკანიანი ადამიანები ცდილობდნენ შავკანიანი ადამიანები კარიკატურულად წარმოედგინათ.

იტალიურმა მოდის სახლმა ოთხშაბათს საღამოს მომხმარებლებს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ ეს ინცინდენტი მთელი გუნდს ბევრს ასწავლის.

"მიგვაჩნია, რომ მრავალფეროვნება უნდა იყოს ყველა ჩვენი გადაწყვეტილების ფუნდამენტური ღირებულება, რათა ვიყოთ მხარდაჭერილები და პატივსაცემები", - დაწერა Gucci-მ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები