საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა

ხვალ "ვეფხის და მოყმის" ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერია
თბილისის მერია

თბილსის მერიის ინფორმაციით, მარშალ გელოვანის გამზირის და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობის გამო, 9 თებერვლს 00:00 საათიდან 08:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება მარშალ გელოვანის გამზირის ორივე მიმართულებით - "ვეფხის და მოყმის" ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე.

მერიის ცნობით, შეზღუდვის პერიოდში აეწყობა 200 ტონის ტვირთამწეობის ამწე და ბეტონის საყრდენ კონსტრუქციაზე ლითონის მალის ნაშენის მონტაჟი დაიწყება.

"მონტაჟის დროს დავით აღმაშენებლის ხეივნიდან მომავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება სოფელ დიღმისა და სარაჯიშვილის ქუჩის გავლით „ვეფხის და მოყმის“ ძეგლის მიმართულებით. ჟვანიას მოედნიდან მომავალი ტრანსპორტის ნაკადი კი ჩავა მარჯვენა სანაპიროზე", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები