სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა

საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით ბანგლადეშის, ინდოეთის და იემენის მოქალაქეები დააკავეს

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, სომხეთიდან საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულია 7 ადამიანი.

უწყების ინფორმაციით, 3 მათგანი ბანგლადეშის, ასევე 3 ინდოეთის, ხოლო ერთო იემენის რესპუბლიკის მოქალაქეა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი", - ამბობენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციითვე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტებზე მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები