კრიმინალი

შსს: გორში ორმა არასრულწლოვანმა მანქანა მოიპარა

flickr

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე 2 არასრულწლოვანი: 2003 წელს დაბადებული გ.ბ. და 2004 წელს დაბადებული გ.ხ. ამხილეს. უწყებაში ამბობენ, რომ მათ მანქანა გაიტაცეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გორში, თარხნიშვილის ქუჩაზე, 1949 წელს დაბადებული უ.თ.-ს კუთვნილი მსუბუქი ავტომანქანა მოიპარეს და მიმალვას ცდილობდნენ. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მოპარული მანქანა გორის მისადგომებთან შენიშნა და დაუყოვნებლივ შეაჩერა. სამართალდამცველები ამ დრომდე განაგრძობენ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ​მხილებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები