კილიან მბაპეს ქველმოქმედება

კილიან მბაპემ დაკარგული პილოტის სამძებრო სამუშაოები დააფინანსა

პსჟ-ს თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ემილიანო სალას პილოტის, დევიდ იბოტსონის სამძებრო სამუშაოები დააფინანსა. ფრანგმა ფეხბურთელმა სპეციალურად გახსნილ ანგარიშზე 27000 გირვანქა გადარიცხა.

მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ რაც ლა მანშის სრუტის ფსკერზე არსებულ თვითმფრინავში ნაპოვნი ცხედარის იდენტიფიცირება მოახდინეს, ემილიანო სალას გარდაცვალების ამბავი ოფიციალურად დადასტურდა. რაც შეეხება 59 წლის პილოტ დევიდ იბოტსონს, ის ამ დრომდე დაკარგულია.

აღსანიშნავია, რომ პილოტის სამძებრო სამუშაოების დასაფინანსებლად მხოლოდ კილიან მბაპეს არ გადაურიცხავს ფული. ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, გარი ლინეკერმა 1000 გირვანქა შეიტანა ანგარიშზე.

კომენტარები