მზიურის კაფე

მზიურის პარკში სოციალური კაფე გაქურდეს, წაღებულია ფული და ტექნიკა

ინდიგო

თბილისში, მზიურის პარკში სოციალური კაფე გაქურდეს. შემთხვევა დღეს, 13 თებერვლის დილით მოხდა. 

ტაბულასთან საუბრისას კაფის დამფუძნებელი ანა გოგუაძე ამბობს, რომ ქურდობის შედეგად, წაღებულია ლეპტოპი, ძვირადღირებული მობილური ტელეფონი და 165 ლარის ოდენობის თანხა. 

ანა გოგუაძის თქმით, შემთხვევა დილით, 9-ის ნახევარზე მოხდა. მისივე თქმით, ქურდობა 5-მა მოზარდმა ჩაიდინა, რომლებმაც 2 სათვალთვალო კამერა მოხსნეს, თუმცა მე-3-ის მოხსნა ვეღარ შეძლეს და სწორედ ამ სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ქურდობა 5-მა მოზარდმა ჩაიდინა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტაბულას მხოლოდ იმას უდასტურებს, რომ კაფე გაქურდეს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. 

კომენტარები