ქურდობა

შსს: თბილისში მომხდარი ქურდობის 2 ფაქტზე 2 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული ნ.ბ. და 1991 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.ბ.-მ და ბ.ბ.-მ მიმდინარე წლის 8 თებერვალს თბილისში, გრიგოლ ფერაძის ქუჩაზე, მოქალაქის - მაია ბიჭიკაშვილის კუთვნილი ავტომანქანიდან ოთხივე საბურავი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
გამოკითხვისას დაკავებულებმა მათ მიერ თბილისში ჩადენილი ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი აღიარეს. დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს, გვიან ღამით, ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები სრულად, ნივთმტკიცებად ამოიღეს.",- აცხადებენ შსს-ში. 

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე , საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები