საქართველო - NATO

მამუკა ბახტაძე: უნდა დავაჩქაროთ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პოლიტიკური ნაწილი

მამუკა ბახტაძე
Pressoffice

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში NATO-ს გაფართოებისადმი მიძღვნილ შეკრებაზე საქართველოს ალიანში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატო-ს გაფართოება გადამწვეტი იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში უსაფრთხოების შექმნის, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფაში. გვახარებს ის ფაქტი, რომ ღია კარის პოლიტიკა კვლავ მუშაობს და ხელშესახები შედეგები მოაქვს იმ ერებისთვის, რომლებსაც ალიანსში გაწევრიანება სურთ და ამისთვის არანაირ რესურსს არ ზოგავენ...

...წინ უნდა გავიხედოთ და დავაჩქაროთ ჩვენი ინტეგრაციის პოლიტიკური ნაწილი. საქართველოს ნატო-სთან კიდევ უფრო მეტი სიახლოვე დაგვეხმარება ევროატლანტიკურ სივრცეში საერთო უსაფრთხოების მნიშვნელოვან გაუმჯობესებაში, რაც თანაბრად შეეხება ნატოს წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებს. საქართველო არის შავი ზღვის და უფრო ფართო ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების განუყოფელი ელემენტი. ქვეყნის მნიშვნელობა გაიზრდება მხოლოდ რეგიონული პროექტების განხორციელების კვალდაკვალ, რაც ამჟამად ინიცირდება. ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, თუმცა თავად ნატოს ინტერესებშია, ქვეყანა მიუახლოოს ალიანსში გაწევრიანების ეტაპს. ჩვენი მოსაზრებით, დროა, ნაბიჯები გადაიდგას ამ მიმართულებით, რადგან ამის "შესაძლებლობათა ფანჯარა" ღიაა. ყოყმანი არდაგვეხმარება გამოწვევებთან გამკლავებაში. ნატოს გაფართოება ევროპაში კიდევ უფრო მეტად გაზრდილი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ყველაზე გამართლებული ვარიანტია. საქართველოს შესაშური ძალისხმევა ამის ძალიან მყარ საფუძველს იძლევა." თქვა ბახტაძემ.

შეხვედრას ეწსრებოდნენ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი.

შეგახსენებთ, რომ NATO-ს შემდეგი სამიტი მიმდინარე წლის დეკემბერში ლონდონში გაიმართება.

კომენტარები