აშშ

სან-ფრანცისკოში მიუზიკლ "ჰამილტონის" მსვლელობისას პანიკა ატყდა, დაშავდა 3 ადამიანი

CNN

სან-ფრანცისკოში მიუზიკლ "ჰამილტონის" მსვლელობისას მაყურებლებში პანიკა ატყდა და მათ დარბაზიდან გაქცევა დაიწყეს. შედეგად დაშავდა 3 ადამიანი, ხოლო მიუზიკლი ჩაიშალა.

გავრცელებული ინფორმაციით მიზეზი ერთ-ერთი მაყურებლის შეუძლოდ გახდომა იყო. ქალს მიუზიკლის მსვლელობისას გულის შეტევა დაეწყო, თუმცა სწორედ ამ დროს სცენაზე სროლის ხმა ისმოდა. მაყურებლებმა მიიჩნიეს, რომ თეატრში სროლა ატყდა და დარბაზიდან გაქცევა დაიწყეს.

ქალი და სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალის მდგომარეობა მძიმეა.

თეატრის დატოვება მოუხდათ მიუზიკლის მსახიობებსაც.

 

კომენტარები