ქურდობა

შსს: მუსიკალური ტექნიკის მოპარვის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული რ.ნ. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ბალანჩინის ქუჩაზე, შპს "ცეპელინის" მფლობელობაში არსებული კონტეინერებიდან მუსიკალური ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინისა და ავტომანქანის ჩხრეკისას, მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს." - წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები